Street Figther 5 – „ახალი“ პერსონაჟი

2014 წლის 13 დეკემბერს Cupcom-ის თასის ტურნირზე შედგა თამაშ Street Fighter 5-ის ახალი პერსონაჟის Charlie Nash-ის დებიუტი.

ახალი პერსონაჟით თამაში ექსკლუზიურად შესაძლებელი იქნება PC და Playstation 4 -ის პლატფორმებზე.

Charlie Nash თავდაპირველად, თამაშის ისტორიაში გამოჩნდა Street Figter Alpha ვერსიაში, თუმცა დეველოპერები იტყობინებიან, რომ ის მკვეთრად იქნება განახლებული.

Capcom-ის პროდიუსერი, ბატონი Yoshinori Ono სცენაზე გამოვიდა Charlie Nash-ის ფორმაში გამოწყობილი, რომელმაც ისაუბრა თამაშის ახალ ვერსიაზე. ასევე მან განაცხადა, რომ მომავალ 2015 წელს Cupcom-ის ტურნირის საპრიზო ფონდი 500,000 $ შეადგენს.

„ ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობდით თამაშის ახალ ნაწილზე და გპირდებით, რომ ეს პროდუქტი, საბრძოლო თამაშებს ახალ ეპოქაში გადაიყვანს. ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი ჩვენთვის და საზოგადოებისთვის. “ – განაცხადა Ono-მ.

თამაშის ახალ ნაწილში შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში თამაში 2 სხადასხვა პლატფორმიდან. მაგ: PC მომხმარებელს შეეძლება ითამაშოს Playstation 4-ის მომხმარებლის წინააღმდეგ.

 

  P.S | თუ თქვენ დააპირებთ სხვა საიტზე ჩვენი სტატიის ან რაიმე სხვა ფაილის გადატანას გთხოვთ მიუთითოთ ჩვენი საიტის აქტიური ლინკი H2 Code-ით! All Rights Reserved By Battle Team