Game News – ახალი პროექტი & News Maker

Game News – იწყებს ახალ პროექტს, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს ყველა ქართველი მოთამაშე…

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, (ძაან ოფიციალურად ეხლა არაფერს არ დავწერ უბრალოდ წაიკითხეთ და დალშე თქვენ გადაწყვიტეთ) მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავატაროთ თვეში ერთხელ წამახალისებელი გათამაშება ქართველი გეიმერებისთვის. თუ რა სახის იქნება ეს გათამაშება აგიხსნით ეხლა…

როგორც იცით საქართველოში არის ძალიან ბევრი თამაშების საიტი მაგრამ როგორც ყოველთვის კეთდება 3-4 თვით და მერე ადმინისტრაცია ხურავს, რას გთავაზობთ ჩვენ და რატომ ეხლა აგიხსნით…

მოკლედ გავაკეთოთ ყველამ ერთად ერთი კარგი ქართული საიტი სადაც იქნება ყველანაირ თამაშზე სიახლები და არამარტო სიახლები, შევიკრიბოთ ერთად და შევქმნათ ერთი კარგი თამაშების საიტი,

 

ჩვენ კი ყოველ თვიურად შემოგთავაზებთ სხვა და სხვა ოფიციალური თამაშების CD Key – Items – Gear – Item Card და ასე შემდეგ, რაზეც მიგვიწვდება ხელი, მემგონი ცუდი არ უნდა იყოს, 

საიტიც ხელს გვიწყობს და დიზაინიც მემგონი, უბრალოდ ჩვენ ეხლა გვჭირდება რამოდენიმე News Maker რომელიც ყოველდღიურად მოგვაწვდით სხვა და სხვა თამაშებზე 1 ან 2 სიახლეს. რომელსაც მივაწოდებთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.

 

ქართველები ცოტანი ვართ და ჩვენ არ ვცდილობთ ვიშოვოთ ამ საიტიდან ფული, ეს თქვენც კარგად იცით რომ თამაშების სიახლებიდან საქართველოში ვერანაირ ფულს ვერ იშოვი უბრალოდ ვცდილობთ ყველამ ერთად შევქმნათ ახალი თამაშების ოფიციალური ქართული პორტალი…

 

მემგონი დროა ქართველებმაც შევქმნათ ერთი კარგი თამაშების პორტალი! :) წარმატებებს გისურვებთ ყველას, იმასაც დავამატებ რომ თუ არავინ დაგვეხმარება ჩვენ ჩვენსას მაინც ვეცდებით თუ გამოვა გამოვა თუ არადა ყოველ დღე 10 ადამიანი ვინც შემოვა იმას მაინც მივაწოდებთ ყოველდღიურ სიახლეს,

 

რაც შეეხება გათამაშებას ის ჩატარდება ძალიან მალე როცა საიტზე დავასრულებთ ახალი პროექტის მუშაობას! Game News 

 

თუ ვინმე არის მსურველი დაგვიკავშირდით ჩვენ Facebook გვერძე ან დაწერეთ ამ თემის კომენტარში თქვენი Facebook-ის პროფილი და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით!