ახალი “Call Of Duty” თრეილერით დაანონსდა

კომპანია Activision–მა დააანონსა “Call Of Duty– ს” სერიების ახალი ნაწილი:”Call Of Duty: Advanced Warfare”.კომპანია Sledgehammer Games–მა თამაში პირველი თრეილერით დააანონსა:

 

როგორც თრეილერში ვხედავთ,თამაშში მონაწილეობს ცნობილი მსახიობი კევინ სპეისი.იგი იქნება ერთ–ერთი საომარი კორპორაციის დირექტორი,რომელიც ჰოვერბაიკებსა და ეკზოსკილეტებს აწარმოებს.
Call Of Duty

Call of Duty: Advanced Warfare-ს” მოქმედება მომავალში ვითარდება,სადაც ფანტასტიკური ტექნოლოგიები ჩვეულებრივი მოვლენაა.სპეისის გმირის აზრით,მათ დროში დემოკრატია კი არა,ძლიერი ლიდერია საჭირო,რომელიც შეძლებს ქაოსის დალაგებას და ხალხის მასის გაკონტროლებას.ამით გასაგები ხდება,რომ კორპორაციის ლიდერს მსოფლიოს შეცვლა უნდა,საკუთარი შეხედულების მიხედვით.

Call of Duty: Advanced Warfare–ს” რელიზი 2014 წლის 4 ნოემბერსაა დაგეგმილი.