სტუდია NetherRealm “Mortal Kombat–ის” ახალი ნაწილის ანონსისთვის ემზადება

Mortal Kombat–ის სერიების ავტორი ნამიოკებს აძლევს მოთამაშეებს, “Mortal Kombat–ის” ახალი ნაწილის ანონსზე.

ტვიტერზე მან გამოაქვეყნა პოსტი,სადაც გეიმერებს ატყობინებს,თუ რამდენ დღეში გავიგებთ ინფორმაციას ახალ “Mortal Kombat–ზე”.

“კვადრატული ფესვი 841–დან”, – ეს პირველი კითხვაა,რომელიც ედ ბუნმა დასვა.მეორე კი ასე ჟღერს : “რამდენი დღეა თებერვალში(თუ არაა ნაკიანი წელიწადი)?”

პირველ კითხვაზე პასუხია 29,მეორეზე კი 28.ასე,რომ თუ გამოცანა სწორად ამოიხსნა,თამაშის ახალ სერიას პირველად 2 ივნისს გვიჩვენებენ.

ასევე აღსანიშნავია,რომ ეს სტუდია მუშაობს თამაშ Injustice 2–ზე”,რომლის რელიზიც 2015 წელს შედგება.