გამოქვეყნდა Resident Evil Revelations 2-ის გამოსვლის თარიღი

გამოქვეყნდა Resident Evil Revelations 2-ის გამოსვლის თარიღი. ასევე ცნობილი გახდა ახალი ეპიზოდის საცალო ფასი და ასევე მთლიანი სეზონის ღირებულება.

Resident Evil The Revelations 2-ის პირველი ეპიზოდი გამოდის 2015 წლის 18 თებერვალს, ხოლო მეორე ეპიზოდი 24 თებერვალს.
რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, ის გამოვა 3 მარტს, ხოლო საბოლოო მეოთხე – 11 მარტს. თითოეული ეპიზოდის გადმოწერა შესაძლებელია PSN,Xbox Live ან Steam-ის საშუალებით. სიდი-დისკის ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის 13 მარტს.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია, თითოეული ეპიზოდის ფასი და ასევე მთლიანი სეზონისაც.

თითოეული ეპიზოდის შეძენა შეგიძლიათ: £4.99/€5.99/$5.99

მთლიანი სეზონის ფასია: £19.99/€24.99/$24.99

თუ თქვენ შეიძენთ მთლიან სეზონს, მაშინ თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ორი ახალი ეპიზოდი, სადაც გაიცნობთ Moira Burton-სა და ახლად დაანონსებულ Natalia Korda-ს შესახებ. თქვენ ასევე შესაძლებლობა გექნებათ ითამაშოთ Hunk-ით RAID რეჟიმში.

წინა თვეში დაანონსებული სიახლე, რომელიც იტყობინებოდა, რომ შესაძლებლობა გვექნებოდა გვეთამაშა Barry Burton-ით, დამტკიცდა ამ თვეში, Capcom-ის მიერ.

თამაშს გააჩნია ორი სიუჟეტი: 1. Claire Redfield და Moira Burton, ხოლო 2. Barry Burton და Natalia Korda, – ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც გააჩნია ძალა იგრძნოს მტრების სიახლოვე და იპოვოს დამალული ნივთები.

 

  P.S | თუ თქვენ დააპირებთ სხვა საიტზე ჩვენი სტატის ან რაიმე სხვა ფაილის გადატანას გთხოვთ მიუთითოთ ჩვენი საიტის აქტიური ლინკი H2 Code-ით! All Rights Reserved By Battle Team