Windows 9

გავრცელდა Windows 9-ის ახალი სურათები და ვიდეო

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა Windows 9-ის ახალი სქრინშოთები და ვიდეო

სულ მალე, 30 სექტემბერს კომპანია Microsoft-ი საკუთარ ახალ საოპერაციო სისტემას საზოგადოებას წარუდგენს. აღნიშნული სისტემა უკვე ცნობილია როგორც Windows 9, Windows Threshold და Windows OneCore. რეალურად რა სახელით გამოჩნდება ახალი სისტემა არავინ იცის. 30 სექტემბერს კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ახალი სისტემის საცდელი ვერსია, რომელიც წარმოადგენს Enteprise-რედაქციას სენსორული ინტერფეისის გარეშე და ექნება ძალიან შეცვლილი Start-მენიუ. ქსელში გაჟონა ახალი საოპერაციო სისტემის ერთ-ერთი Technical Preview-ვერსიის სქრინშოთებმა, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

როგორც გამოჩნდა, Microsoft-ი მართლა გეგმავს საკუთარი მომავალი ყველა სისტემის სახელად უბრალოდ Windows-ის გამოყენებას. სქრინშოთებზე, რომლებიც გაავრცელა გერმანულმა რესურსმა Computer Base, თქვენ ადვილად აღმოაჩენთ წარწერას “Windows Technical Preview” ნაცვლად “Windows 9 Technical Preview” ან “Windows OneCore Technical Preview”-ისა. აღნიშნულ სქრინშოთებზე თქვენ ხედავთ ბოლო ხელმისაწვდომ დახურულ ვერსიას ნომრით 9834. არა, ეს არაა ის საცდელი ვერსია, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ცნობისმოყვარულ მომხმარებლებს უკვე დაყენებული ექნებათ საკუთარ კომპიუტერებზე.

სქრინშოთების დათვალიერებისას თქვენ რამდენიმე საინტერესო სიახლეს აღმოაჩენთ. ჩვენ აქ ვხედავთ თითქმის ტრადიციულ Start-ღილაკს მთელი თავისი მშვენებით. მეორე, რაც თვალშისაცემია არის Windows Store-ის აპლიკაციების და თვითონ მარკეტის მუშაობა კლასიკურ Desktop-ფანჯარაში. თქვენ ასევე შეამჩნევთ სისტემის ინტერფეისის ცვლილებას: მართვის ელემენტები უფრო დახვეწილი გახდა, ზოგიერთი მალსახმობი კი სრულიად შეიცვალა და მინიმალისტური გახდა. აქვე თქვენ დაინახავთ შეტყობინებების ცენტრს თავისი მარტივი შესრულებით და მაიკროსოფტთან უკუკავშირის აპლიკაციას. რაც ძალიან საინტერესოა, აღნიშნულ ვერსიაში აღარაა ე.წ მარჯვენა “Charm bar”-ი, რადგან იქ მოთავსებული ღილაკები სრულიად განლაგდა ინტერფეისში. ახალ Windows-ში გამოჩნდება რამდენიმე Desktop-ის დამატების შესაძლებლობა.

დიახ, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მართალია, ამ სქრინშოთებს ჩვენ გარკვეული სკეპტიციზმით ვუყურებთ, რადგან ეს არაა ოფიციალური წყარო, მაგრამ სანდოობის დონე მაინც მაღალია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Windows 9 უკვე მოხვდა ისეთი ადამიანის ხელში, ვისაც შეუძლია ამომწურავი ინფორმქციის გავრცელება მის სრულ ანონსამდე. ცნობისმოყვარეობა მოთმინებას გვაკარგვინებს!!!

P.S. აღნიშნული ვერსია ძალიან შორსაა იმისგან, რასაც ჩვენ 30 სექტემბერს ვიხილავთ. ასე რომ სქრინშოთები მხოლოდ საერთო წარმოდგენას გვიქმნიან იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის Microsoft-ი. ის, თუ როგორი სახე ექნება ფინალურ ვერსიას, ჩვენ მხოლოდ მისი გამოშვების შემდეგ ვნახავთ.

ჯერ ჯერობით კომპანია Microsoft-ს არ გაუკეთებია განცხადება Windows 9-ის გამოსსვლის თარიღთან დაკავშირებით მაგრამ არაოფიციალური წყაროები ირწმუნებიან რომ Windows 9 გამოვა 2014 წლის 30 სექტემბერს

წყარო MsInfo