Heroes of The Storm – მიმოხილვა
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია Blizzard-მა გადაწყვიტა შექმნას ახალი MOBA რომელიც იქნება პირველი თამაში ამ კომპანისთვის ამ ჟანრში, თუ არ გავითვალისწინებთ Warcraft III + Dota-ს, კომპანია Blizzard ამჟამად მუშაობს თამაშ Heroes of The Storm-ზე, რომელიც იმყოფება ამჟამად Alpha ტესტირებაზე, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთულია, სულ 12000 ადამიანს აქვს დღეს Heroes of The Storm-ის Alpha გასაღები,
დღეს ჩვენ მოვძებნეთ 2 ადამიანი რომელსაც აქვს Alpha გასაღები და ჩვენ ვეცდებით წარმოვადგინოთ თამაშის კარგი და ცუდი მხარები, (ამ მიმოხილვაში გაზიარებული იქნება 3 ადამიანის შეფასება)
შევაფასოთ თამაშის პანელი (შევაფასოთ 1-დან 10-მდე) (7)
პირველი დავიწყოთ იქედან რომ თამაში არის გადმოტანილი StarCraft-იდან რაც ძალიან ცუდია იმიტომ რომ Starcraft არის მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო სტრატეგია მაგრამ ის არის ფასიანი და მისი თამაში საკმაოდ რთულია, რაც შეეხება Heroes of The Storm-ს, თუ ვინმეს გითამაშიათ Starcraft აუცილებლად შეამჩნევთ რომ თამაში მთლიანი პანელი ეკუთვნის Starcraft-ს ეს მოთამაშებზე საკმაოდ ცუდათ იმოქმედებს, აჯობებდა Blizzard-ს შექმნა ცალკე პანელი, მაგრამ გავითვალისწინოთ ისეც რომ თამაში ამჟამად Alpha ტესტირებაზეა და შესაძლებელია ყველაფერი შეიცვალოს…
თამაშის Quest – Gold – XP (შევაფასოთ 1-დან 10-მდე) (5)
Quest – დავიწყოთ Quest-ებიდან, ალბათ ყველას გექნებათ ნათამაშები Hearthstone და იცით თუ რა სახის Quest-ებია Hearthstone-ში იგივეა აქაც ყოველ დღე 1 Daily Quest 1 Hero Quest, –
XP – მე ვფიქრობ რომ ყველა MOBA ჟანრის თამაში სადაც კი მინახავს XP Systema თითქმის ერთი და იგივეა ყველგან, აქაც მარტივად შესაძლებელია Level-ზე ასვლა და XP-ის აღება
Gold – აი რაც შეხება Gold-ს ეს კი საკმაოდ რთული საშოვნელია და ძალიან ცუდი სისტემა :( აქაც მოთამაშებს უწევთ გმირების ყიდვა Gold-ზე და Real Money-ზე, როგორც იცით კომპანია Blizzard ისევ და ისევ ფულზ ფიქრობს და მისი ყველა თამაში ფასიანია… მოთამაშებს საკმაოდ გაუჭირდებათ იყიდონ გმირები სამწუხაროდ, იმედია რომ შეიცვლება ეს სისტემა
მოთამაშებთან ბრძოლის სისტემა (Spell) (Talent) (Passive) (3)
ჩვენ უკვე 5 დღეა ვთამაშობთ Heroes of The Storm-ს და ვერაფრით ვერ გავიგეთ თუ რა სისტემა შეიძლება შეიმუშავოს კომანია Blizzard-მა ამ ფაქტზე, მოკლედ როგორც გვიყვარს ქართველებს თამაშის დროს ანუ MOBA ჟანრის თამაშის დროს შევარდნა და 2 – 3 – 4 – 5 მოთამაშეს ერთად მოკვლა, აქ ეს შეუძლებელია! ყველა გმირს აქვს ძალიან დაბალი ასე ვთქვათ DPS :(
თამაშის მოდები Practice – Cooperative – Versus (8)
რაც შეეხება თამაშის რუქებს, ძალიან კარგად არის დაწყობილი და აქვს 3 ნორმალური Mode, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ჯერ კიდევ დასახვეწია, ზოგიერთი მოდი ზედმეტად გადამეტებულია ბოტებით, ყოველ წუთში მოდის ძლიერი ბოსი, რასაც ვერ აჩერებენ მთამაშები…
ნუ ეს ჩვენი შეფასება და ჩვენი განხილვა, მე პირადად ყველა MOBA ჟანრის თამაში მითამაშია რაც კი გამოსულა მაგრამ ეს თამაში ჯერ ჯერობით ვერცერთ MOBA თამაშს ვერ გაუწევს კონკურენციას, ნუ არ ვიცი ალბათ ჯერ Alpha და გავლენას ახდენს მაინც იმედია სამომავლოდ უკეთესი იქნება,
me maqvs alpha versia :P